ფეხბურთი

რჩება თუ მიდის – “რეალისა” და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?

როგორც ჩანს, “რეალისა” და გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავის ვინისიუსის ახალი კონტრაქტის საგა მალე დასრულდება. ავტორიტეტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვაუწყებს, რომ მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. 

 

სავარაუდოდ, 25 წლის ვარსკვლავი ახალ შრომით ხელშეკრულებას 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და საბოლოოდ შეაჩერებს იმ ხმებს, რომლის მიხედვითაც, ის კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა. 

 

ვინისიუსს “ბლანკოსთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა მადრიდელებს მისი განახლება ან ახლავე სურდათ, ან ამ ზაფხულსვე ბრაზილიელს გაყიდიდნენ, რადგან შემდეგ უფასოდ არ დაეთმოთ. 

 

ინფორმაციისთვის, ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 17 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

წყარო: Sportall.ge