ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა “ტოტენჰემის” შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, გუშინ “დეზები” “სანდერლენდთან” 0:1 დამარცხდნენ და ლონდონელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის დებიუტიც წარუმატებელი გამოდგა.
კარაგერი ფიქრობს, რომ “მამლები” პრემიერლიგიდან გავარდებიან.
“რასაც ვხედავ, ვერ ვიჯერებ. როგორც ჩანს, “ტოტენჰემი” პრემიერლიგიდან გავარდება. სხვა გუნდები გადარჩენისთვის იბრძვიან და მათი თამაში უკეთესია.
შესაძლოა, “ტოტენჰემის” კალენდარს შეხედო და თქვა, რომ განსაკუთრებით საშიში არაფერია, მაგრამ ისინი საშინლად გამოიყურებიან. ამჟამად “ტოტენჰემთან” თამაში ყველას უხარია.
მართალია, “ვულვერჰემპტონი” ბოლო ადგილზეა, მაგრამ ფიქრობთ, რომ “ტოტენჰემი” მათ დაამარცხებს? ამის შანსი არ არსებობს”, – განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, “დეზები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაშია.
წყარო: Sportall.ge
