Site icon sportmedia.live

რიდი კვლავ MVP-ია – მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ, 21-ე ტურში “ტრაბზონსპორმა” “მანისა” 96:92 დაამარცხა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე მარკის რიდი გახდა.

 

“ტრაზონსპორის” უკანახაზელმა 35 წუთში 34 ქულა, 1 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. მარკისმა 12-დან 7 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.

 

საქართველოს ნაკრების ახალწვეულის გუნდი თურქეთის ჩემპიონატში 16 მოგებითა და 6 მარცხით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 მარტს, “ბეშიქთაშის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version