Site icon sportmedia.live

რეკორდული დანახარჯების მიუხედავად, უტიტულოდ – სლოტს მაინც დატოვებენ?

გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში პსჟ-ისთან საშინაო მატჩი 0:2 წააგო, ჯამში 0:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. 

 

ეს ბოლო შანსი გახლდათ, რომ ჩვენებურის გუნდს მიმდინარე სეზონში ტიტული მოეპოვებინა, რადგან სხვა ტურნირებზე ეს პრივილეგია აღარ გააჩნია. 

 

საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ინგლისურდმა გრანდმა რეკორდული დანახარჯების ფონზე “მოახერხა” (ზაფხულში ტრანსფერებზე 546 მილიონი ევრო გაიღეს). 

 

ახლა ბრიტანულ მედიაში მთავარი საკითხავი თემა ისაა, გაუშვებენ თუ არა გუნდის დამრიგებელ არნე სლოტს, მაგრამ ბოლო ცნობებით, თუ “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ნიდერლანდელს დატოვებენ. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version