Site icon sportmedia.live

რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე – ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა

ირანის სპორტის მინისტრმა აჰმად დონიამალიმ ის პირობა დაასახელა, რომლითაც მისი ქვეყნის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. 

 

“თუ ეროვნული ნაკრების მოთამაშეების უსაფრთხოება აშშ-ში უზრუნველყოფილი იქნება, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა და ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიიღებს”, – ციტირებს მის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Tasnim.

 

შეხსენებისთვის, ირანის G ჯგუფში მოხვდა, სადაც ახალ ზელანდიასთან, ბელგიასთან და ეგვიპტის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version