Site icon sportmedia.live

“პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა” – დემბელემ “ლივერპულთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა

“ოქროს ბურთის” მოქმედმა მფლობელმა პსჟ-ის ფორვარდმა უსმან დემბელემ მიმდინარე სეზონში მისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა. როგორც ფრანგმა აღნიშნა, პარიზელებს ყველა იმ ტიტულის მოგება სურთ, რომლის შანსიც ჯერ კიდევ აქვთ. 

 

“ვიცით, რომ სეზონის ბოლო ნაწილში შევდივართ, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. სანაკრებო შესვენების მერე კარგად ვთამაშობთ, “ლივერპულთან” წინ ორი ძალიან რთული მატჩი გველის. 

 

ვუპირისპირდებით ძალაინ კარგ გუნდს, რომელთანაც გასულ წელსაც მძიმე შეხვედრები გვქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ პენალტების სერიაში მოვახერხეთ. 

 

როდესაც სეზონი იწყება, ჩვენი მიზანი ყოველთვის ყველა ტიტულის მოგებაა და ახლაც გვინდა, რომ ყველა თასი ავწიოთ, სადაც კი ამის შანსი გვაქვს”, – ციტირებს დემბელეს სიტყვებს RMC Sport.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version