ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის კაპიტანმა 31 წლის ბრაზილიელმა მცველმა მარკინიოსმა განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მშობლიურ “კორინთიანსში” დაბრუნება სურს, სადაც პროფესიონალურ კარიერას იწყებდა.
“პსჟ-ისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და ვნახოთ შემდეგ რა მოხდება. სამშობლოში სიამოვნებით დავბრუნდები და ასეთი გუნდი “კორინთიანსია”.
ამ კლუბმა დიდი ფეხბურთის კარი გამიღო, ძალიან მიყვარს და “კორინთიანსის” მაისურს კიდევ ერთხელ სიამოვნებით ჩავიცვამდი”, – ციტირებს მარკინიოსის სიტყვებს UOL.
შეხსენებისთვის, მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს. მანამდე ის ევროპაში “რომაშიც” ასპარეზობდა. პარიზელებთან ერთად 31 წლის ბრაზილიელმა 10-ჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, რვაჯერ საფრანგეთის თასი და 10-ჯერ სუპერთასი. მან ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.
წყარო: Sportall.ge
