ფეხბურთი

პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი – FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს

The Times-ის ინფორმაციით, FIFA 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ახალ წესს ამატებს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო 30 აპრილს ორგანიზაციის კონგრესზე, ვანკუვერში გააკეთებს. 

 

ეს ორი წესი ვინისიუსისა და ჯანლუკა პრესტიანის მომხდარი სკანდალური ეპიზოდის შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ფეხბურთელი წითელი ბარათით დაჯარიმდება, თუ მოწინააღმდეგესთან კამათის დროს პირს ხელით ან მაისურით დაიფარავს, რადგან კამერებმა ან მსაჯებმა მისი სიტყვები ვერ წაიკითხონ. 

 

ფეხბურთელს ასევე მაშინვე გააძევებენ, თუ მსაჯის გადაწყვეტილებების პროტესტის ნიშნად მოედნის დატოვებას გადაწყვეტენ.

 

შეხსენებისთვის, ზემოთ ნახსენები ინციდენტი ამა წლის 17 თებერვალს მოხდა. ვინისიუსმა “ბენფიკასა” და “რეალის” ჩემპიონთა ლიგის მატჩის მსვლელობისას მსაჯს, ფრანსუა ლეტისიეს უთხრა, რომ პრესტიანიმ მაიმუნი უწოდა და რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. ჯანლუკამ ბრალი არ აღიარა, მაგრამ მადრიდელებთან საპასუხო მატჩი მაინც გამოატოვებინეს. პრესტიანის საუბრის დროს პირზე ტუჩებზე მაისური აფარებული ჰქონდა.

 

UEFA-მ არგენტინელის ქმედებები დისკრიმინაციულად შეაფასა, მათ შორის ჰომოფობიური შეურაცხყოფის ელემენტებით და გადაწყვიტა, რომ მისთვის 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცათ. 

წყარო: Sportall.ge