Site icon sportmedia.live

პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ – “ლესტერი” ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა

ინგლისის ჩემპიონშიპის 44-ე ტურში “ლესტერმა” “ჰალს” ვერ სძლია (2:2), რითიც ოფიციალურად გაირკვა, რომ გუნდი მომდევნო სეზონს ლიგა 1-ში (რანგით მესამე დივიზიონი) გაატარებს. 

 

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, “მელიებს” კი, რომლებიც გასავარდნ ზონაში იმყოფებიან, უახლოეს მდევართან ჩამორჩენა 7 ქულა დარჩათ და შედეგად, მომდევნო მატჩები მათთვის აზრს კარგავს. 

 

შეხსენებისთვის, ჯერ კიდევ 10 წლის წინ “ლესტერმა” მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია დააფიქსირა და პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. 

 

კლუბმა 2020/21-წლების სეზონში ინგლისის FA თასი-ც მოიგო და ახლა მოულოდნელად მესამე დივიზიონში გავარდა. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version