უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ “სკუადრა აძურა” ბოსნია- ჰერცეგოვინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ზედიზედ მესამედ ვერ მოახერხა.
ჩეფერინის თქმით, იტალიური ფეხბურთის ფიასკოს მიზეზი არა ფედერაციის პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელები, არამედ პოლიტიკოსები არიან.
“ვფიქრობ, გრავინას ბრალი არაფერია და სწორებას არც ფეხბურთელებსა და მთავარი მწვრთნელის მისამართით ავიღებდი. იტალიელმა პოლიტიკოსებმა წარუმატებლობის მიზეზი თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ. მათ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინფრასტრუქტურა აქვთ.
ბოსნია-ჰერცეგოვინამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურა. მართალია, იტალიაზე დიდი წნეხი იყო, რადგან ბოსნია შინ თამაშობდა, მაგრამ მასპინძლებმა სამართლიანად გაიმარჯვეს.
მაღიზიანებს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც წარუმატებლობას ელოდება და კრიტიკას იწყებენ. ეს ფეხბურთია და შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს”, – განაცხადა ჩეფერინმა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
წყარო: Sportall.ge
