Site icon sportmedia.live

პირველი ოქრო – მაისურაძე ჩემპიონია, ჯავახიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ლუკა მაისურაძის აქტივშია. გარდა ამისა, ლუკა ჯავახიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველო თბილისის გრანდ სლემზე უძლიერესი შემადგენლობით არ გამოსულა, რადგან ზუსტად სამ კვირაში ევროპის ჩემპიონატია, რომელსაც ასევე თბილისი უმასპინძლებს და გუნდის ლიდერები სწორედ კონტინენტის პირველობისთვის ემზადებიან. ამიტომაცაა, რომ პირველი ოქრო საქართველოს მხოლოდ ბოლო საშეჯიბრო დღეს აქვს.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ლიეტუველ აუგუსტას სლიტერისს ავასატე-იპონით, სერბ მილიან რადულის იპონით, ბელგიელ იარნე დუიკს იპონით და უზბეკ ნურბეკ მურტოზოევს იუკოთი აჯობა. ლუკას მეტოქე ფინალში სერბი ნემანია მაიდოვი იყო, რომელიც იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში ბრინჯაოს ლუკა ჯავახიშვილი დაეუფლა, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ ჯერ რეპეშაჟში ბელგიელ იარე დუიკს იპონით სძლია, ხოლო მედლისთვის ბრძოლაში ქართველი აკაკი ჯაფარიძე დაამარცხა.

საქართველოს მონაგარი თბილისის გრანდ სლემზე ჯერჯერობით, 1 ოქრო (ლუკა მაისურაძე) და 3 ბრინჯაოა (ლუკა ჯავახიშვილი, თორნიკე გიგაური და გიორგი ლოლაძე).

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version