ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან დამარცხდა.
ვაჟამ პირველ წრეში იაპონელი ჯინ საკუმოტო დაამარცხა, მერვედფინალში ბრიტანელ მაიკლ ფრიერს სძლია, მეოთხედფინალში კი სამწუხაროდ, ყაზახ გუსმან კირზიგბაიევთან დამარცხდა. ამის შემდეგ მარგველაშვილმა რეპეშაჟში მოლდოველ დენის ვიერუს აჯობა.
ცნობისთვის, გრან პრიზე დღეს თორნიკე გიგაურიც ასპარეზობდა, ახალგაზრდა ძიუდოისტმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა.
