ლეგენდარული პაოლო მალდინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს, ამის შესახებ ინფორმაციას La Stampa ავრცელებს.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან განცდილი ფიასკოს შემდეგ, გაბრიელე გრავინამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
მალდინი იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2018/2023 წლებში მუშაობდა და ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებდა, შემდეგ კი “მილანის” სპორტული დირექტორი გახდა, საიდანაც 2024 წელს გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს ზედიზედ მესამედ გამოტოვებს.
წყარო: Sportall.ge