Site icon sportmedia.live

“ოქროს ბურთი 2026”. რეიტინგი განახლებულია – რა შანსები აქვს “კვარადონას”?

Goal-მა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა. პირველ ადგილზე „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინია, პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კი მეცამეტე პოზიციაზეა. 

 

აი, რას წერს გამოცემა ქართველზე: „კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. მან რამდენიმე ტიტული მოიპოვა. ჩვენ რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშეს ვირჩევდეთ, ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნებოდა. ჩემპიონთა რიგებში მისი რამდენიმე გოლი შესანიშნავია.

 

თუმცა, ხვიჩამ ფორმის მხრივ გასული სეზონის სიმაღლეს ვერ მიაღწია, ამასთან საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე წარუმატებლობა მის მიერ „ოქროს ბუცის“ მიღების შესაძლებლობას, სავარაუდოდ, ამცირებს. მიუხედავად ამისა, თუ ფეხბურთელი, რომელსაც „კვარადონას“ უწოდებენ, ასევე გააგრძელებს მნიშვნელოვან ევროპულ მატჩებში შედეგიან ასპარეზობას, ტოპ-10-თან ახლოს იქნება“.

 

პირველი ოცეული ასე გამოიყურება

 

1. ჰარი კეინი (ბაიერნი)

2. კილიან მბაპე (რეალი)

3. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

4. ლამინ იამალი (ბარსელონა)

5. ლუის დიასი (ბაიერნი)

6. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

7. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო)

8. დეკლან რაისი (არსენალი)

9. ვიტინია (პსჟ)

10. ვინისიუსი (რეალი)

11. რაფინია (ბარსელონა)

12. გაბრიელ მაგალაიანეში (არსენალი)

13. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

14. ლეო მესი (ინტერ მაიამი)

15. უსმან დემბელე (პსჟ)

16. ბრუნო ფერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი)

17. ფედერიკო ვალვერდე (რეალი)

18. რონალდო (ალ-ნასრი)

19. პედრი (ბარსელონა)

20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version