ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში უსმან დემბელეს თამაში გააკრიტიკა.
პსჟ-ის ფორვარდმა “სელესაოსთან” მოგებულ 2:1 მატჩში მოედანზე 58 წუთი გაატარა და ასისტი მიითვალა.
“დემბელე “ოქროს ბურთისა” და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს ის მრავალი ფეხბურთელიდან უბრალოდ ერთ-ერთი მოთამაშეა”, – თქვა პეტიმ RMC Sport radio-ს ეთერში.
შეხსენებისთვის, დემბელეს ამ სეზონში 29 საკლუბო მატჩში 12 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს.
წყარო: Sportall.ge
