“ლივერპულის” პირველი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია არნე სლოტმა ინგლისის ასოციაციის თასზე “მანჩესტერ სიტისთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ამრიგად, “ლივერპულის” კარს სეზონის დარჩენილ ნაწილში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
შეგახსენებთ, მერსისაიდელები ასოციაციის თასის მეოთხედფინალში “მანჩესტერ სიტის” ხვალ, თბილისის დროით 15:45 საათზე დაუპირისპირდებიან.
წყარო: Sportall.ge