ფეხბურთი

ოფიციალურად – გრიზმანმა “ორლანდო სიტისთან” გააფორმა კონტრაქტი

“ორლანდო სიტიმ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “ატლეტიკოს” თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

 

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ამერიკულ გუნდში ზაფხულში გადავა, იქამდე კი “ატლეტიკოში” ითამაშებს.

 

35 წლის გრიზმანმა ამ სეზონში ლა ლიგის 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყარო: Sportall.ge