The Athletic წერს, რომ MLS-ის ბინადარ “ცინცინატის” “სანტოსის” 34 წლის შემტევის ნეიმარის გადაბირება სურს და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართა.
ბრაზილიელი კარლო ანჩელოტისთვის თავის მოწონებასა და ბრაზილიის ნაკრების 2026 წლის მუნდიალის განაცხადში მოხვედრას ცდილობს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი მას მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანს.
შეხსენებისთვის, ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 6 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. რაც შეეხება “ცინცინატის”, კლუბს ექვსი ქულა აქვს და MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა.
წყარო: Sportall.ge
