Site icon sportmedia.live

ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის – იტალიელი სპეციალისტი “იუვენტუსში” რჩება

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსის” მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი მალე თავის ამჟამინდელ გუნდთან ახალ კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. 

 

კლუბის CEO დამიენ კომოლი იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკების ფინალურ ეტაპზე და მოსალოდნელია, რომ ახალ შრომით ხელშეკრულებას ხელი მომავალ კვირაში მოეწერება. 

 

ლუჩიანო ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზეე საკმაოდ მსუყე ბიუჯეტს მიიღებს და გუნდის გაძლიერება შეეძლება. “იუვენტუსის” მიზანი ახლა ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელთანაც 3 ქულა აშორებს. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version