იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ Sky Italia-სთან ინტერვიუში პსჟ-ს შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
კაპელოს თქმით, “კვარა” “ნაპოლიში” დაცვით ფაზაში გუნდს არ ეხმარებოდა, დღეს კი სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობს.
“კვარაცხელია “ნაპოლიში” ასე არ თამაშობდა. ის თავს ზედმეტად არ იტვირთავდა. მეტოქეებს ატყუებდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ უკან, დაცვაში არ ბრუდებოდა. არ უმატებდა ტემპს, რათა პრესინგზე ასულიყო”, – განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, “ლივერპულსა” და პსჟ-ს შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი 14 აპრილს, “ენფილდზე” გაიმართება.
წყარო: Sportall.ge
