34 წლის იტალიელმა შემტევმა ლორენცო ინსინიემ ზამთარში “ნაპოლიში” შეუმდგარი დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. ის “პარტენოპეის” ფეხბურთელი წარსულში 12 წლის განმავლობაში გახლდათ, რის შემდეგაც MLS-ს მიაშურა და “ტორონტოში” 3 წელი იასპარეზა.
ინსინიეს “ნაპოლიში” კვლავ თამაში ძალიან უნდოდა, თუმცა თავი საბოლოოდ მის კიდევ ერთ ყოფილ გუნდში “პესკარაში” ამოყო.
“პესკარასთან” კონტრაქტის გაფორმებამდე 2 კვირით ადრე, “ნაპოლი” დამიკავშირდა. ცრემლები წამომივიდა და ჩემმა მეუღლემ მკითხა თუ რა მატირებდა. ვერ ვიძინებდი, რადგან ამ გუნდის მაისურის ჩაცმა კიდევ მინდოდა.
“პარტენოპეის” შევუთვალე, რომ მზად ვიყავი თვეში ყველაზე მინიმალურ ხელფასზე 1500 ევროზე მეთამაშა. უბრალოდ, ვუთხარი, რომ თავად დაინახავდნენ თუ რა კარგ ფორმაში ვარ და თუ არ მოვეწონებოდი, მზად ვიყავი, წავსულიყავი.
დიდი ხნის განმავლობაში არაკონკურენტუნარიან გუნდში ვთამაშობდი, რამაც დეპრესიაში ჩამაგდო. ზაფხულის განმავლობაში დამოუკიდებლად ვვარჯიშობდი. ყველას სურდა ისეთი მოთამაშე, ვინც უკეთეს ფორმაში იქნებოდა და ალბათ, “ნაპოლიში” დაბრუნებაც ამიტომ ვერ გამოვიდა”, – ციტირებს ინსინიეს ჯანლუკა დი მარციო.
წყარო: Sportall.ge