Site icon sportmedia.live

მწარე სიმართლე – დელ პიერომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა

გუშინ, 31 მარტს, იტალიის ნაკრები დამატებით დროში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდნენ.

 

აღნიშნულ ამბავს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა.

 

როგორც დელ პიერომ Sky Italia-სთან ინტერვიუში განაცხადა, იტალიის ნაკრებს ამჟამად საშუალო დონის ფეხბურთელები ჰყავს.

 

““იტალია ახლა საერთაშორისო ფეხბურთის დაცინვის ობიექტია. ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ნამდვილად მიუტევებელია.

 

როგორ შეუძლია ასეთ ერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატების მთელი თაობა გამოტოვოს? ოთხგზის გამარჯვებულებს მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წელია გოლი არ გაუტანიათ. ადრე მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავდა, დღეს კი საშუალო დონის მოთამაშეები გვყავს”, – განაცხადა დელ პიერომ.      

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version