რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჰარი მაგუაიერს ხელშეკრულება 1 წლით გაუხანგრძლივა.
33 წლის ინგლისელმა მცველმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
“ამის კიდევ მჯერა, რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ. ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით ეჭვები არ არსებობს”, – განაცხადა მაგუაიერმა.
შეგახსენებთ, ჰარი “მანჩესტერ იუნაიტედს” 2019 წელს, 80 მილიონ ევროდ, “ლესტერიდან” შეუერთდა.
წყარო: Sportall.ge