Site icon sportmedia.live

“მსაჯმა” თანაბარი და ძალიან ლამაზი დაპირისპირება გააფუჭა” – ალვარო არბელოა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში “ბაიერნმა” სახლში “რეალს” 4:3 სძლია, ორრაუნდიანი დაპირისპირება 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

 

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა კამავინგამ ორი ყვეთელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ლუნინს დიასმა და ოლისემ გაუტანეს და “რეკორდმაისტერმა” გაიმარჯვა. 

 

მატჩის შემდეგ “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ მსაჯმა კამავინგას გაძევებით თამაში “გააფუჭა”.

 

“წითელი ბარათი? ასეთ ეპიზოდზე ფეხბურთელს არ უნდა აძევებდე. დარწმუნებული ვარ, მსაჯმა არ იცოდა, რომ მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. მან ძალიან ლამაზი და თანაბარი დაპირისპირება გააფუჭა.

 

რა შემიძლია ვთქვა? ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან ვამაყობ. მათ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ლა ლიგის მოგება გაგვიჭირდება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – განაცხადა არბელოამ.

 

ცნობისთვის, “ბაიერნმა” “რეალს” პლეი-ოფში 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version