The Athletic-ის ინფორმაციით, “რეალის” მეკარე ტიბო კურტუას ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე კარგად მიმდინარეობს.
მან დაზიანება 17 მარტს “სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიიღო და მოსალოდნელი იყო, რომ მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებდა.
ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ თუ მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, ბელგიელი თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.
შეხსენებისთვის, მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა “რეალმა” “ბაიერნთან” საკუთარ მოედანზე 1:2 დათმო.
წყარო: Sportall.ge
