Site icon sportmedia.live

“მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები” – ალისონმა განცხადება გაავრცელა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპულის“ მეკარე ალისონი ამ სეზონში ვერ ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით სოციალურ ქსელში კომენტარი თავად ბრაზილიელმა გააკეთა:

 

„ახალი ტრავმა არ მაქვს. მკურნალობის კურსს გავდივარ და გეგმა იმაში მდგომარეობს, აპრილის ბოლოს სრულად ვიყო სათამაშოდ მზად“.

 

liverpool.com-ი წერს, რომ ალისონი უკანასკნელ 3 წელიწადში 11-ჯერ დაშავდა და მისი მდგომარეობა შემაშფოთებელია. 

 

This Is Anfield-ი აღნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილმა ამ სეზონში 13-ჯერ დაიცვა „წითლების“ ღირსება და აჩვენა, რომ გააჩნია უნარები, რათა „წითლების“ ძირითადი მეკარე გახდეს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version