სხვა

მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა – “ვილიარეალმა” “ატლეტიკს” მაინც მოუგო

ლა ლიგის ოცდამეთერთმეტე ტურში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „ატლეტიკი“ 2:1 დაამარცხა.

 

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 69-ე წუთზე შვიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო და გოლის გატანასთან ახლოს იყო – კარიდან წინ გამოსული უნაი სიმონი შენიშნა, ცენრიდან დაურტყა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ გურუსეტამ სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

„ვილიარეალი“ 61 ქულით მესამე ადგილზეა და 23 აპრილს „ოვიედოს“ ესტუმრება.

 

ბილბაო. „სან მამესი“

ატლეტიკი – ვილიარეალი 1:2

გოლები: 0:1 კარდონა (26), 0:2 გონსალესი (45+5), 1:2 გურუსეტა (84)

წყარო: Sportall.ge