ფეხბურთი

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა – “ვილიარეალი” “ჟირონასთან” დამარცხდა

ლა ლიგის ოცდამეათე ტურში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „ჟირონასთან“ მარცხი განიცადა – 0:1.

 

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. მან შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.5, Flashscore 6.1, whoscored 6.0.

 

მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

 

„ვილიარეალი“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და 12 აპრილს ბილბაოში „ატლეტიკს“ დაუპირისპირდება.

 

ჟირონა. „მონტილივი“

ჟირონა – ვილიარეალი 1:0

გოლი: ნავარო (45, საკ. კარში)

წყარო: Sportall.ge