Site icon sportmedia.live

“მილანს” ფორვარდი სჭირდება – გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანი” “ატლეტიკოს” 30 წლის ნორვეგიელი ფორვარდის ალექსანდრ სორლოტის დამატებაზე ფიქრობს. “როსონერი” ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის დამატებას აპირებს და მადრიდული გუნდი თავის შემტევს 40 მილიონ ევროდ აფასებს. 

 

“ლომბარდიელები” “ბარსელონას” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისა და “იუვენტუსის” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩს უმიზნებდნენ, თუმცა ამ ფეხბურთელების ფინანსურ მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებენ.

 

შეხსენებისთვის, სორლოტმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” ფორმა ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში მოირგო, სადაც 17 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. მას “როხიბლანკოსთან” კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version