Sky Sport Italia წერს, რომ “მილანმა” კლუბის 25 წლის პორტუგალიელ შემტევ რაფაელ ლეაოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე არსებული მოლაპარაკებები გაურკვეველი ვადით შეაჩერა.
“როსონერის” ხელმძღვანელობა რაფას საქციელითა და ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა, რის გამოც შესაძლოა, ზაფხულში პორტუგალიელს “სან სიროდან” აბარგება მოუწიოს.
შეტევის ხაზში “მილანს” რამდენიმე ვარიანტი აქვს. გუნდის სამიზნეები “ბოლონიადან” სანტიაგო კასტრო და “ფიორენტინადან” მოიზე კინი არიან.
შეხსენებისთვის, ლეაომ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლამდეა გათვლილი.
წყარო: Sportall.ge