“ჩელსის” ნახევარმცველმა კოულ პალმერმა საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა. ინგლისელი ნახევარმცველის თქმით, თუ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე კარგ მოთამაშეს შეიძენს, მომდევნო სეზონში “არისტოკრატები” დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ.
“ჩვენ მოგება ახლავე გვსურს და ვფიქრობ, რომ თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს დავიმატებთ, მომდევნო სეზონში ტიტულების მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ჩემი აზრით, მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ.
უბრალოდ თუ უფრო მეტი ხარისხიანი ფეხბურთელი გვეყოლება, მეტად თანმიმდევრულები ვიქნებით და ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება”, – განაცხადა პალმერმა The Guardian-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, “ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.
წყარო: Sportall.ge
