ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “ბილბაოს” მწვრთნელი მომავალი სეზონიდან 43 წლის გერმანელი სპეციალისტი ედინ ტერზიჩი გახდეს.
“ატლეტიკის” ბოსები “დორტმუნდის” ყოფილ თავკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაშინ “ბორნმუთის” დამრიგებელ ანდონი ირაოლას ვარიანტზე გადაერთვებიან.
შეხსენებისთვის, ტერზიჩს მთავარ მწვრთნელად მხოლოდ “დორტმუნდში” უმუშავია, სადაც კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და 2024 წელს დატოვა. ის “ვესტ ჰემსა” და “ბეშიქთაშში” მწვრთნელის თანაშემწეც გახლდათ.
წყარო: Sportall.ge
