Site icon sportmedia.live

მერკვილაძის ოოსტენდემ კონკურენტს მოუგო, ანდრონიკაშვილის 12 ქულა ტინდასტოლთან

ალექსანდრე მერკვილაძის ოოსტენდემ ბენილუქსის ლიგის 26-ე ტურში უშუალო კონკურენტ ოკაპი აალსტს სტუმრად 109:90 მოუგო. მერკვილაძემ პარკეტზე 16:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

მერკვილაძემ 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ოოსტენდემ ამ მოგებით მეორე ადგილი გაიმყარა და აალსტს ერთი მოგებით გაასწრო. ქართველი კალათბურთელის გუნდი მხოლოდ ანტვერპენ ჯაიანტსს ჩამორჩება. ოოსტენდე მომდევნო ტურში მე-14 ადგილზე მყოფ დენ ჰელდერს უმასპინძლებს.

რატი ანდრონიკაშვილის ალფტანესი ისლანდიის ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა. ალფტანესმა ტინდასტოლთან 104:115 წააგო. რატიმ პარკეტზე 28:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი, 7-დან ორი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ალფტანესი მომდევნო ტურში სტიარნანს უმასპინძლებს. რატის გუნდი 14 ქულით მე-9 ადგილზეა.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version