Site icon sportmedia.live

“მაღარიჩიც” ასეთი უნდა – ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს

ბოსნიის ნაკრების თავდამსხმელმა ერმედინ დემიროვიჩმა, იტალიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის წინ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თავისი კლუბის, “შტუტგარტის” ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მივა, ლუდით გაუმასპინძლდება.

 

მატჩის შემდეგ დემიროვიჩმა Sky Sport News-ს უთხრა, რომ დანაპირებს შეასრულებს: “ყველას ვუყიდი. მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. იაფი არ დამიჯდება, მაგრამ ამას სიამოვნებით გავაკეთებ”.

 

“შტუტგარტ არენა” 60 469 მაყურებელს იტევს. 

 

ბოსნია მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში კანადასთან, კატართან და შვეიცარიასთან ერთად ითამაშებს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version