Site icon sportmedia.live

“მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით” – ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ბატისტუტამ მის თანამემამულე დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ადამიანებმა დიეგოს დასაცავად ბევრი ვერ გააკეთეს. 

 

“დიეგო პრობლემური, მაგრამ შესანიშნავი ადამიანი იყო. ყოველთვის ვცდილობდი მისთვის სიმართლე მეთქვა. ალბათ, პატივს ამიტომაც მცემდა. ის ძაღლივით მოკვდა, გვერდით არავინ ჰყავდა. სამწუხაროა. ჩვენ მის დასაცავად საკმარისი ვერ გავაკეთეთ . თავს ვიდანაშაულებ, რადგან მისი დახმარება შემეძლო…

 

მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობა რთული იყო, თუ ვინმე გიყვარს, როდესაც სჭირდება უნდა დაეხმარო. ეს სამწუხაროა და მძიმე განცდას ტოვებს.

 

იმედი მაქვს, მესის იგივე არ დაემართება. როდესაც ისინი მწვერვალზე არიან, პრობლემებს ვერ  ხედავ. როგორც ჩანს, ყველაფერი აქვთ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ისინი სუპერგმირებად გამოიყურებიან, მაგრამ ადამიანები არიან”, – ციტირებს ბატისტუტას AS. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version