“მანჩესტერ სიტი” როდრი ერნანდესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ როდრის დამატებით მადრიდის “რეალი” ინტერესდება, “ქალაქელებს” ესპანელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ.
ცნობისთვის, მანჩესტერულ კლუბთან როდრის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლის ივნისში იწურება. გამოცდილმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “სიტის” რიგებში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
წყარო: Sportall.ge
