“მანჩესტერ სიტიმ” პეპ გვარდიოლას თხოვნით მიმართა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სანაკრებო პაუზის დასრულებისთანავე მიიღოს, ამის შესახებ ინფორმაციას TeamTalk-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კლუბს ესპანელ სპეციალისტთან თანამშრომლობა 2027 წლამდე სურს, თუმცა თავად გვარდიოლა დარწმუნებული არ არის, რომ მომდევნო სეზონშიც “ქალაქელთა” გაწვრთნას მოისურვებს.
გამოცემის ინფორმაციით, “სიტი” ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის და მხოლოდ გვარდიოლას პასუხის მოლოდინშია..
შეგახსენებთ, პეპს “ქალაქელებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
წყარო: Sportall.ge