“მანჩესტერ იუნაიტედი” “ნიუკასლის” ნახევარმცველთან, სანდრო ტონალისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “წითელმა ეშმაკებმა” ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართეს, თავად ნახევარმცველი “მანკუნიანელთა” რიგებში ტრანსფერს მიესალმება, თუმცა “ნიუკასლი” ტონალის იაფად გასხვისებას არ აპირებს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” სანდრო ტონალის კაზემიროს შემცვლელად მოიაზრებს, მოგეხსენებათ, ბრაზილიელი სეზონის დასრულების შემდეგ “წითელ ეშმაკებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
სანდრო ტონალიმ მიმდინარე სეზონში “ნიუკასლის” მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.
წყარო: Sportall.ge