„ფულჰემთან“ პრემიერლიგის ოცდამეთორმეტე ტურში მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, ინგლისურმა გამოცემებმა „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასეს.
აღნიშნულია, რომ „ფულჰემთან“ გამარჯვება, მერსისაიდული გუნდის სრულიად ახალ ერაში შესვლის დასტურია.
Liverpool Echo (7 ქულა): „მამარდაშვილმა 31-ე წუთზე ოსკარ ბობის დარტყმული რთული ბურთი მოიგერია, პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი შესანიშნავი „სეივი“ შემოგვთავაზა“.
This Is Anfield (7 ქულა): „ქართველმა თავი შეხვედრის პირველ ნახევარში წარმოაჩინა. მთლიანობაში მხოლოდ მაყურებელი იყო, ვინაიდან მეტოქე საფრთხეს ვერ უქმნიდა და ალისონის საიმედო დუბლიორად რჩება“.
Liverpool World (7 ქულა): „მამარდაშვილს ერთი კარგი მოგერიება, მეორე ტაიმში კი მიუხედავად „ფულჰემის“ ზეწოლოსა, სამუშაო პრაქტიკულად არ ჰქონდა“.
Rousing The Kop (6 ქულა): „თუ ალისონის „იუვენტუსში“ გადასვლა სიმართლე გამოდგა, გიორგი გულშემატკივრებს აჩვენებს, რატომ არ აქვთ სანერვიულო. პსჟ-სთან დაპირისპირებებს შორის ისევ მშვიდად და საიმედოდ თამაშობდა“.
liverpool.com (7 ქულა): „მამარდაშვილმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა გუნდი. გადაცემების დასახვეწად სამუშაო აქვს, მაგრამ მის მიერ ბურთების მოგერიების სიმარჯვეში, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს“.
თამაშს აუღელვებლად უყურებდა ალისონი, რომელიც ყავას სვამდა და როგორც ადრე თქვა, აპრილის ბოლოს დაბრუნდება.

წყარო: Sportall.ge
