Site icon sportmedia.live

მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში

29 მარტს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდება. შეხვედრამდე კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:

 

“რთული მატჩი გველის. გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, რომ ერთად გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. 

 

ეს ამხანაგური მატჩები კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად და ფიზიკურად. შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით და უფრო მეტად უნდა გავუგოთ ერთმანეთს, უკეთ შევთამაშდეთ. ამ მატჩებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სექტემბერს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ”.

 

შეხვედრა დარიაუს ირ გირენოს 15 315-იან სტადიონზე თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

NAKREBI.GE

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version