ფეხბურთი

მამარდაშვილის ტრავმის ფონზე – ალისონის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დასახელდა

The Athletic-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” მეკარე ალისონი გუნდის დახმარებას 3 მაისს პრემიერ ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეძლებს. 

 

მამარდაშვილისა და ბრაზილიელის ტრავმის ფონზე, 34-ე ტურის მატჩს 25 მაისს სახლში “კრისტალ პალასთან” “მერსისაიდელთა” კარს გუნდის მესამე ვარიანტი ფრედი ვუდმენი დაიცავს. 

 

შეხსენებისთვის, ალისონმა ტრავმის გამო 6 მატჩი გამოტოვა და ამ დროს ინგლისური გრანდის კარში მამარდაშვილი იდგა, რომელმაც თავის მხრივ, გასულ ტურში “ევერტონთან” დაპირისპირებაში დაზიანება მიიღო და დაახლოებით, 4 კვირას გამოტოვებს. 

წყარო: Sportall.ge