Site icon sportmedia.live

ლუკა ფორვარდის ინსტინქტებით – ლოჩოშვილის დუბლი II ბუნდესლიგაში

გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში ნიურნბერგმა კაიზერსლაუტერნი 3:0 დაამარცხა, ეს მატჩი კი ლუკა ლოჩოშვილის ბენეფისი იყო – ქართველმა მცველმა დუბლი შეასრულა!

ლოჩოშვილს ძალიან კარგი სეზონი აქვს, მიროსლავ კლოზეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურაა. გარდა იმისა, რომ თავის პირდაპირ მოვალეობას – დაცვაში თამაშს თავს კარგად ართმევს, შეტევაშიც შედეგიანია, რაც დღეს ნათლად დაადასტურა.

ლუკამ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა, როცა კუთხურზე შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი იყო. მეორე ნახევრის სტარტზე ბავარიელები ადამ მარხიევის პენალტით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, ხოლო 83-ე წუთზე ლოჩოშვილმა მეორედ დაამწუხრა მეტოქე, როცა ისევ კუთხურზე ჩაერთო შეტევაში, ფორვარდივით იმოქმედა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა. ნიურნბერგმა 3:0 გაიმარჯვა. ლუკა რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი (კაიზერსლაუტერნამდე პადერბორნსა და ფიურტთან), ხოლო ერთხელ გერმანიის თასზეც ითამაშა. ლუკა ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდა, რომლის რიგებში ისრაელისა და ლიეტუვის ნაკრებებთან სპარინგებისთვის მოემზადება.

ნიურნბერგმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, 36 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, ბრაუნშვაიგს სტუმრად შეხვდება.

https://cdn.jwplayer.com/previews/UUdVCnhJ-7EUbWQYc

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version