RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-მ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწია.
ლუის ენრიკეს ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მალე კი 3 წლით გაუხანგრძლივებენ.
ესპანელი სპეციალისტი პარიზის გარეუბან სენ-ჟერმენ-ან-ლეში ცხოვრობს და კლუბი მისთვის სახლს დედაქალაქში ეძებს, რათა გუნდის ბაზასთან და სტადიონთან უფრო ახლოს იყოს.
ლუის ენრიკეს ყოველთვიური გასამრჯელო 1 მილიონი ევროა და მნიშვნელოვნად მოუმატებენ, რომლის მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებად ევროპელ მწვრთნელთა სამეულში შევა.
წყარო: Sportall.ge
