Site icon sportmedia.live

ლოჩოშვილის “ნიურნბერგი” დრეზდენის “დინამოსთან” დამარცხდა

მეორე ბუნდესლიგის ოცდამეცხრე ტურში „ნიურნბერგი“ საკუთარ მოედანზე დრეზდენის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

 

ამით შეწყდა „ნიურნბერგის“ 3-მატჩიანი წაუგებელი სერია – 1 მოგება და 2 ფრე.

 

მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: whoscored 6.8, Flashscore 6.8, Sofascore 6.6.

 

„ნიურნბერგი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 18 აპრილს, ბილეფელდში „არმინიას“ დაუპირისპირდება.

 

ნიურნბერგი. „მაქს მორლოკი“

ნიურნბერგი – დინამო 0:2

გოლები: 0:1 კუდოსუ (55, საკ. კარში), 0:2 ბობზინი (83)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version