Site icon sportmedia.live

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი – “ნიურნბერგმა” “აინტრახტთან” ქულები გაიყო

მეორე ბუნდესლიგის ოცდამერვე ტურში „ნიურნბერგი“ გასვლაზე „აინტრახტს“ დაუზავდა – 1:1.

 

სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 7.8, whoscored 7.5, Sofascore 7.3.

 

„ნიურნბერგმა“ ბოლო 3 მატჩიდან 1 ფრედ დაასრულა, 2 მოიგო, 37 ქულით მერვე ადგილზეა და 11 აპრილს დრეზდენის „დინამოს“ უმასპინძლებს.

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტი“

აინტრახტი – ნიურნბერგი 1:1

გოლები: 0:1 ნძინგულა (17), 1:1 მიატოვიჩი (61)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version