ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს სახელით ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი (-57), მათე გოგობერიშვილი (-60), ლუკა გადელია (-60), თემურ ნოზაძე (-66) და თორნიკე მაზიაშვილი (-66) წარდგნენ.
მათგან ფინალურ ბლოკში ეთერ ლიპარტელიანი და ლუკა გადელია იასპარეზებენ და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.
ლიპარტელიანმა მერვედფინალში თურქი ჰასრეტ ბოზქურთი დაამარცხა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მეოთხედფინალში ბრაზილიელ რეისს დამატებით დროში სძლია, სამწუხაროდ, ეთერი ფინალში გასასვლელად უზბეკეთის წარმომადგენელ შუკურჯონ ამინოვასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
რაც შეეხება გადელიას, ლუკამ მერვედფინალში თურქი ილდისი დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ჩინელ ჯიაჰაო სუნს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
