Site icon sportmedia.live

“ლივერპული” კაპიტნის გარეშე რჩება? – ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია

Fotomac-ის ინფორმაციით, “გალათასარაის” “ლივერპულის” 34 წლის მცველისა და კაპიტნის ვირჯილ ვან დეიკის შეძენა სურს და ნიდერლანდელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. 

 

სტამბოლური გუნდი ახალი სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს და გამოცდილი უკანახაზელის დამატებაც ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

 

ვირჯილს “მერსისაიდელებთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობით, ის მზადაა კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები განიხილოს. 

 

ადრე გავეცელდა ინფორმაცია, რომ ვან დეიკის სამსახურით საუდის არაბეთის კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version