Site icon sportmedia.live

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

 

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და თამაშის გაკონტროლებას.

 

„ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს და ორი მომენტი შექმნეს: კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ მეტოქემ ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მამაგეიშვილის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, მაგრამ შირვისმა ვერ გამოიყენა. მერე საჯარიმოდან ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

 

კაუნასი. „დარიაუს ირ გირენო“

ლიეტუვა – საქართველო

 

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, ბერიაშვილი, გადრანი, აზაროვი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version