„გალათასარაის“ გარემარბმა ნოა ლანგმა „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მიღებულ ტრავამზე ისაუბრა.
„მე ყველაფერი კარგად მაქვს. სარეკლამო ბანერს შევეჯახე, რომლის ბოლოში რაღაც ბასრი იყო. თითის ნაწილი მართლა მომწყდა, მაგრამ მომაკერეს და ახლა სრულად ჩემთანაა.
ჩემი ცერა თითი საავადმყოფოში წაიღეს? დიახ, თუმცა ზუსტად არ მახსოვს, რა მოხდა. ექიმი ფიქრობს, რომ ვიცოცხლებ. უბრალოდ PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს (იცინის). ცაცია აკი არა, „მემარჯვენე“ ვარ და ეს პრობლემას მიქმნის“, – განაცხადა ნიდერლანდელმა Ziggo Sport-თან ინტერვიუში.
26 წლის ლანგი 27 მარტს, ნიდერლანდების ნაკრებს ნორვეგიასთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
წყარო: Sportall.ge
