„ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილმა მცველმა, ამჟამად „ჩელსიში“ მოასპარეზე მარკ კუკურელიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ „რეალში“ არაფრის დიდებით არ გადავა.
– ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემთხვევაში, მზად ხართ თავი გადაიპარსოთ?
– არა, ჩემი ქოჩორი ჩემთვის ძვირფასია.
– ასეთი არჩევანის წინაშე რომ დადგეთ – „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმება ან მოკლე ვარცხნილობის გაკეთება?
– თავს გადავიპარსავდი. თმას საერთოდ არ დავიტოვებდი.
წყარო: Sportall.ge